saqarTvelos mdinareebi - gudamayris aragvi
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე |
შესართავი | მთიულეთის არაგვი |
სიგრძე | 30 კმ |
აუზის ფართობი | 240 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7.96 მ³/წმ |
სინონიმი: შავი არაგვი.
მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2940 მ. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 240 კმ2. მთავარი შენაკადია ბაკურხევი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალი წლიური ხარჯი 7,96 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში, ფსკერის ყინული.